შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

ქრისტეფორე კოლუმბი
ქრისტეფორე კოლუმბი

ქრისტეფორე კოლუმბი (ესპ. Cristóbal Colón, იტალ. Cristoforo Colombo, პორტ. Cristóvão Colombo, ლათ. Christoferus Columbus; დ. დაახლ. 31 ოქტომბერი, 1451, გენუა, იტალია — გ. 20 მაისი, 1506, ვალიადოლიდი, ესპანეთი) — იტალიელი მეზღვაური-მკვლევარი ესპანეთის მეფის სამსახურში. თავისდაუნებლიედ ამერიკის აღმომჩენი.

კოლუმბმა პირველმა გადაცურა ატლანტის ოკეანე სუბტროპიკულ და ტროპიკულ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოლუსში და პირველმა ევროპელებიდან შეცურა კარიბის ზღვაში. მან დაუდო სათავე სამხრეთ ამერიკის მიწებისა და ჩრდილოეთ ამერიკის ყელის აღმოჩენას.

პირველი მოგზაურობიდან დაბრუნდა 1493 წლის 15 მარტს.

15 მარტი — ამ დღეს...

ლივერპულის ლოგო
ლივერპულის ლოგო
  • ძვ. წ. 44 : რომის რესპუბლიკის დიქტატორი იულიუს კეისარი სასიკვდილოდ დაჭრეს მარკუს ბრუტუსმა და რამდენიმე რომაელმა სენატორმა მარტის იდებზე.
  • 1493 : ქრისტეფორე კოლუმბი ესპანეთში დაბრუნდა ამერიკაში პირველი ექსპედიციიდან.
  • 1892 : საფეხბურთო კლუბი „ლივერპული(ლოგო სურათზე) დაარსდა.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომი : ნაცისტებმა დაიბრუნეს ხარკოვი საბჭოთა ჯარებთან ოთხდღიანი ქუჩის ბრძოლების შემდეგ, რითაც დასრულდა ერთთვიანი ხარკოვის მესამე ბრძოლა.
  • 1985 : პირველი ინტერნეტ დომენური სახელი დარეგისტრირდა (symbolics.com).
  • 1991 : გერმანია ფორმალურად იბრუნებს სრულ დამოუკიდებლობას ოთხი პოსტ-მმო ოკუპაციური ძალისგან.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი